
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მინდა, ხალხმა ისეთად მიმიღოს, როგორიც ვარ, ჩვეულებრივ ადამიანად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით 50 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს.

აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი თეთრის სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

იყავი ჭკვიანი - წადი სახლში - უკრაინის თავდაცვის მინისტრი "ტვიტერზე" ანიმაციას აქვეყნებს, რომელიც რუსული კრეისერის ჩაძირვას უკავშირდება და რუს ოკუპანტებს მიმართავს:

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, ხალხი "შიმშილობს".

ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი, თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუქარას, რომელიც აცხადებს, რომ დაბომბვას კიევში სამთავრობო შენობებს. დაბომბვას უკრაინა უპასუხებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩავედით კიევში გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.