
კიევში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ლადო გამსახურდიამ განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო და რუსული არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ შეტევისკენაა მიმართული.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინაში ომის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ავრცელებს.

36-ე ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და მარიუპოლის გადაუდებელი დახმარებისკენ მოუწოდებს:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.

მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება - "აზოვის" პოლკი საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ რომ მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად, კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო საკვების სანაცვლოდ ოკუპანტები საერთო სასაფლაოებზე ამუშავებენ.

უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში მცხოვრები მოხუცი კადიროველებს მოწამლულ ყველი აჭმევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასავლეთთან არსებულ წინააღმდეგობას დაძლევს. ამის შესახებ მან „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.