ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა 22 მარტს შემოვა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა მთავრობა „გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს“.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით მიღწეული პროგრესის შესახებ საუბრობს, რომელსაც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი.
2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.
დღეს, 17 მარტს ევროპარლამენტსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრები შედგება.
.
ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს, - ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.