საერთაშორისო მედიის პირველადი ინფორმაციით, 400 მ სიგრძის Ever Given გაასწორეს და სანაპირო ზოლი გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი უზარმაზარი გემი, რომელიც სუეცის არხზე თითქმის ერთი კვირა იყო ჩარჩენილი,ამ დილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გიგანტურმა გემმა Ever Green-ი სამშაბათს, 23 მარტს, ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო მართვის უნარი დაკარგა და სუეცის არხში გაიჭედა. რამაც, სუეცის არხი ბლოკირება გამოიწვია, რომელზეც მსოფლიოს სატვირთო გადაზიდვების 12% -ი მოდის . შესაბამისად საზღვაო გზის ჩაკეტვამ მსოფლიო ვაჭრობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ეკონომისტების ვარაუდით შექმნილი პრობლმა შესაძლოა ფასების ზრდის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.