საქართველოდან 11 თვეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 13.7 მლნ დოლარის ღირებულების 25 934 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკა გასული წლის დანაკარგს ანუ -6.8%-იან ვარდნას სრულად აღადგენს და 2019 წლის დონესთან შედარებით 2.6%-ით მაღალი იქნება.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაინტერესებულმა ინვესტორებმა თუ კერძო პირებმა მოახდინონ როგორც გენერალური გეგმის კონცეფციის, ისე დეტალური გეგმის და შესაბამისი სივრცითი დოკუმენტების დამუშავება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეტი წარმატებული პროექტის არსებობას,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან ქერობიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთხეულ კატეგორიულად უარყოფს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის წევრები არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე არამედ იმ პრობლემებზეც საუბრობენ, რომელიც ქვეყანაში არის.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12,822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია.
გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას! - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა სწრაფი აღდგენის გზაზეა, ხოლო ლარის კურსი ეტაპობრივად გამყარდა.