
მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2023 წლის მონაცემები შეაფასა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 529 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა.