საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა ინსპექტირება 200-მდე კომპანიასა და ობიექტზე განახორციელეს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი ასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
მიმდინარე წლის შვიდ თვეში, 41 კომპანიაში განხორციელდა 181 საინსპექციო კონტროლი, რომლის მიზანია სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენა. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 4 კომპანიის 9 ნიმუშში.
სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.
აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში დაფიქსირდა.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ ინსპექტირება 60 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში გამოვლინდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი.
ლიბერთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 391 სამშენებლო ნებართვა გაიცა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორცისა და ხორცის სუბპროდუქტების იმპორტი წლიურად 22%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“.
დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.
კომპანია „ნემო“ დაარსდა 2021 წელს. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული წყლის მიწოდების რთული პრობლემების სწრაფი, ეფექტური და სტაბილური გადაჭრა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს ,,თამპა“ არაგეგმურად შეამოწმეს.