
23 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში მონაწილეობს
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 7-11 ოქტომბერს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში 23 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

ბაზისბანკთან პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" გახდა.

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით გაიმართა.

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით, ზუგდიდში DATA BOOTCAMP-ი გაიმართა.

მხარეებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს ბანკის ოფისებში ტენეს ურნების განთავსებას, სადაც გამოყენებული პლასტმასი შეგროვდება, მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

"ბაზისბანკის" მიერ გრძელდება დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან, გამორჩეული მულტიფუნქციური უბანი „არსენალი რეზიდენსი“ შენდება.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის კუთხით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა ახალ ინიციატივაზე მუშაობს, – ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

თიბისი, თბილისში გამართულ, განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

27 სექტემბერს თიბისიმ ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო.

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა.