
პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს.

ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია - საით მიდიხარ საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „ტვ პირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეფერის ჩვენს კულტურას და ტრადიციებს, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ აქამდე გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მადლობა პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პოლონელ ერს საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი, რეპრესიებისა და ტერორის იმ ბნელ და მძიმე წუთებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიას 13 დეკემბერს დახურავს, ხოლო 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ შედგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.