უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ხანძარია ზაპოროჟიეში მდებარე ელექტრო სადგურში. ცეცხლი ევროპის უდიდესი ატომური სადგურის შენობებს დაბომბვის შედეგად მოედო. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ადასტურებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პუტინი მასობრივი განადგურების ომს აწარმოებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დღევანდელ საათნახევრიან სატელეფონო საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაზე შეტევის შეწყვეტას არ აპირებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენ.შტაბის ცნობით, ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს. ინფორმაციას გენ.შტაბზე დაყრნდობით უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.
3 მარტს, რეგულარულ ბრიფინგზე აშშ-ის თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შექმნას, რადგან "ეს რუსეთთან ომის საფრთხეს ქმნის და ვაშინგტონს სწორედ ამის თავიდან აცილება სურს,".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
4 მარტს, საქართველოს დროით 8 საათზე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც!
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ უკრაინელები ომში როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.