უკრაინის გადაწყვეტილებით, რუს სამხედრო ტყვეებს მათ დედებს გადასცემენ, თუ ისინი უკრაინაში შვილების დასაბრუნებლად პირადად ჩავლენ.
კიევის სხვადასხვა უბანში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ძლიერი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც სამხრეთის რკინიგზის სადგურთან ახლოს არის.
რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ სისხლის სამართლის დაანაშაულის აღძვრის მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა "ტვიტერზე" დაწერა.
შვედეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის 4-მა საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ყოფილი პრემიერი, ვანომერაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის აქტიურადაა ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.