golden brand
ავერსი ნემო

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ICE-ის წარმომადგენლების ცნობით, საქართველოს მოქალაქე საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდება“, - განაცხადა ICE-მა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც „მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

„ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას აშშ-ში დარჩენის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა“, - აღნიშნა ICE-მა.

ABC News-ი წერს, რომ მამუკა ართმელაძე 50-ე ადამიანია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის განმავლობაში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.

219