პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
კახეთში დამატებით 1015 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება - ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრმა საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.
კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში ერთმანეთს მიესალმნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის.
არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ის ჟურნალისტს, რომელმაც ნავალნის გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დაუსვა კითხვა.
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.