საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში ლიახვის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დაასრულა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 3-5 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, 5 კუბურ მეტრამდე „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 იანვარს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით.
„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
სამწუხაროდ დასავლეთში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მოქალაქეების ინფორმირება ცუდად ხდება, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.