gorgia
ავერსი ნემო

ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება მეწარმე იურიდიულ პირებსაც მიენიჭებათ. შესაბამისი ცვლილებები “საქართველოს ტყის კოდექსში” შედის, რომელიც პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ტყის არამერქნული რესურსებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლება, კანონში აქამდე მოქმედი რედაქციით, მხოლოდ იურიდიულ პირებს ენიჭებოდათ.

“ტყის არამერქნული რესურსებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლება ენიჭება მხოლოდ იურიდიულ პირებს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური მეწარმეებიც, რომლებიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობასეწევიან, თუმცა იურიდიულ პირებად არ ითვლებიან. აღნიშნული რეგულაცია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამას გარდა, ცვლილებებით დაცულ ტერიტორიებზე ტყეში სამეურნეო, სანიტარული მოვლითი ჭრით დასარეკონსტრუქციო ჭრის შედეგად მიღებული მერქნის ადგილობრივიმოსახლეობისთვის საშეშე გამოყენებისთვის გადაცემა ნებადართული ხდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, დაცულტერიტორიებზე მხოლოდ „სამეურნეო (გამონაკლისის სახით) და სანიტარული ჭრის“ შედეგად მიღებული მერქნული რესურსით მომარაგება დაიშვება, ხოლო მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსის რეალიზაცია ხდება აუქციონის ფორმით, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კავშირში გარკვეულ ბიუროკრატიულ ხარვეზებთან იყო.

ამასთან, კანონის პროექტი ითვალისწინებს “ტყის მცველის” ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც მასზე მიმაგრებული ტყის ფართობის ფიზიკურ დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი. აღნიშნული ტყის ფართობის ფიზიკურ დაცვასთან ერთად, მოიცავს ადმინისტრაციულისამართალდარღვევების პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთასაც. ასევე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვას, ტყეკაფების სწორად გამოყოფას და წარმოშობის დოკუმენტების სწორადშედგენას შესაბამისი თანამშრომლების მიერ.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი ითვალისწინებს ტყის კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს:

“ტყის არამერქნული რესურსებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებას მეწარმე ფიზიკური პირებისთვის;

დაცულ ტერიტორიებზე ტყის სამეურნეო, სანიტარული მოვლითი დასარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქნის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად;

განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი საშეშე მერქნის მიზნობრივ გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობისა და სასაზღვროპოლიციის სათბობი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;

კერძო საკუთრებაში არსებული ტყით დაფარული ტერიტორიების სტატუსთანდაკავშირებული რეგულირების მოქნილ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას,ტყეთმოწყობისა და მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესების დასრულებისშემდეგ;

ვინაიდან, თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე გაიცემა ლიცენზია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და სალიცენზიო პირობები ითვალისწინებს ტყის ტერიტორიის სპეციალური სარგებლობით გადაცემას. შესაბამისად 38-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ამოდის „გ“ ქვეპუნქტი, გაორება რომ არ მოხდეს”, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ განმარტებით ბარათში საუბარია იმ ფინანსურ გავლენაზეც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეა მოსალოდნელი.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, მისი აღსრულებისთვის, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დამატებით 499 თანამშრომელის დასაქმება გახდება საჭირო. დასაქმდება 4 უბნის უფროსი, 94 მეტყევე და 401 ტყის მცველი. ამ უკანასკნელის თვიური ანაზღაურება კი 2080 ლარი იქნება.

58