jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთი ჩეხ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. ოფიციალურმა მოსკოვმა ჩეხეთის საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
 
ეს არის რუსეთის საპასუხო გადაწყვეტილება, ჩეხეთის მიერ 18 რუსი დიპლომატის გაძევების გამო. 
 
როგორც პრაღაში აცხადებენ, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობენ და, სავარაუდოდ, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებაში მონაწილეობდნენ. ოფიციალური მოსკოვი ჩეხეთს აკრიტიკებს და ბრალდებებს უარყოფს.
1038