საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელები და ტურიზმის გლობალური აქტორები არაბეთის გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Arabian Travel Market (ATM) 2024 იღებენ მონაწილეობას. რიგით 31-ე ყოველწლიური გამოფენა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში 6 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და შემომყვანი და გამყვანი ტურისტული ინდუსტრიის ლიდერები მეწარმეობისა და ინოვაციების ტურიზმზე ზეგავლენას ბაზრის ახალ შესაძლებლობებს, ბიზნესში თანამშრომლობისა და კავშირების უპირატესობებს, ინვესტიციების მოზიდვის გზებსა და სხვა საკითხებს გაეცნობიან.
ATM 2024 -ზე ოთხი დღის განმავლობაში 50-ზე მეტი სესიაზე 200-ზე მეტი ექსპერტი ტურიზმის ისეთ აქტუალურ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერება, ავიაციის მომავალი, პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლების მოზიდვა, საცალო ვაჭრობა, მდგრადი ტურიზმი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ATM2023 ღონისძიებას 40 000-ზე მეტი მონაწილე და 30 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, მათ შორის 2100-ზე მეტი საგამოფენო პავილიონი იყო წარმოდგენილი150-ზე მეტი ქვეყნიდან. წინასწარი პროგნოზით, წელს ATM2024 23%-ით მეტი მონაწილე დაესწრება, ვიდრე წინა წელს და ამგვარად, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იქნება ამ გამოფენის 31-წლიან ისტორიაში.
მონაწილეთა ზრდა მოსალოდნელია გამოფენის ყველა სექტორში: ახლო აღმოსავლეთი (19%-ზე მეტი), ევროპა (32%-ზე მეტი), აზია (20%-ზე მეტი) და აფრიკა (28%-ზე მეტი). Travel Tech საგამოფენო სივრცე სრულად გაყიდულია და წელს 56%-ით მეტად იქნება გაზრდილი, სექტორის პროდუქცია ყოველწლიურად 33%-იან ზრდას აჩვენებს. ასევე პროგნოზირებენ სასტუმროების სეგმენტის მონაწილეობის 21%-იან ზრდას გასულ წელთან შედარებით.
ATM 2024 ვიზიტორებს საშუალებას მისცემს გასცდნენ ტრადიციულ დასვენების ჩარჩოებს და ლუქს სეგმენტის, საქმიანი და MICE (meetings, incentives, conferences and exhibitions) ტურიზმის პერსპექტივები შეისწავლონ. გამოფენა ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა პრემიუმ შეთავაზებები, სამედიცინო კონფერენციები, გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ინდექსი, მდგრადი შესყიდვები, სპორტული ღონისძიებები, ასევე ექსკლუზიური ტურიზმის ნიშის განვითარება, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი ტურიზმი, ზრდის, ტრანსფორმაციისა და სირთულეების დაძლევის შესაძლებლობები.
ATM 2024 საჯარო პოლიტიკის რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვან აქტორებს მასპინძლობს, მათ შორის, დუბაის ტურიზმისა და კომერციის მარკეტინგის კორპორაციის (DCTCM) ხელმძღვანელს ისამ ქაზიმს, ომანის მემკვიდრეობისა და ტურიზმის მინისტრს სალემ ბინ მუჰამედ ალ მაჰრუკს, ევროპის ტურიზმის კომისიის საზოგადოებრივ საქმეთა ხელმძღვანელს თეოდორ მარინსკას,. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ დირექტორს ბასმა ალ-მაიმანის და კატარის ტურიზმის სპორტისა და კიბერსპორტის MICE სპეციალისტს ლინდსი ბოუმ ფრეიზერს.
ATM 2024-ზე სპიკერები განიხილავენ განვითარებული და განვითარებადი ბაზრების სეგმენტებს, თუ როგორ შეიძლება იქნას ინოვაციური ტექნოლოგიები გამოყენებული გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობებისთვის მწვანე ტურიზმის ჩამოყალიბებას. ყურადღება გამახვილდება მიღწევებზე ხელოვნური ინტელექტის (AI) და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს ტრადიციული ტურისტული ინდუსტრიის ტრანსფორმაციაზე.
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან ერთად, ATM 2024-ის სტრატეგიული პარტნიორებია: დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET), ავიაკომპანია Emirates, სასტუმროების ქსელი IHG Hotels & Resorts, და ოფიციალური DMC პარტნიორი Al Rais Travel
ღონისძიების ვებგვერდია: https://www.wtm.com/atm/en-gb.html