jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations 2024 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს ასახელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუკეთესო ოცეულში ევროპის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებთან ერთად ბათუმიც მოხვდა. საუკეთესო ევროპული ტურისტული მიმართულებები მსოფლიოს 172 ქვეყნიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა European Best Destinations-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩია.

„ბათუმი ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორისაა, დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო მეტად საოცარი, ამაღელვებელი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკურია. ბათუმში ისტორია თანამედროვეობას ერწყმის, აქ, აჭარის რეგიონში, აღმოაჩენთ ხელუხლებელ ბუნებას. აქ შეგიძლიათ სანაპიროზე დღეები გაატაროთ, აქაურობა საინტერესოა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის. აჭარაში კარგად დაისვენებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. აქ გელოდებათ რომანტიკული დღეები. აჭარაში დააგემოვნებთ რეგიონის გემრიელ კერძებს. ბათუმი მოგზაურობის სენსორია, ეს უნიკალური და დაუვიწყარია ადგილია მთელ მსოფლიოში“, – წერს European Best Destinations ბათუმის შესახებ.

პლატფორმაზე აღწერილია აჭარის კლიმატი, ბუნება, მაღალმთიანი აჭარა, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ძველი ბათუმის არქიტექტურა და ქალაქის ცხოვრების სტილი.

„ბათუმი მრავალფეროვანი კულტურისა და რელიგიის სახლია, აქ მართლმადიდებლური, კათოლიკური და სომხური ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები საუკუნეებია, ჰარმონიულად არსებობენ, კარგი იქნება თუ ამ ცხოვრების წესს მივბაძავთ. ბათუმში ზღვისა და მთების ულამაზესი პეიზაჟებია, აჭარაში აღმოაჩენთ უძველეს კულტურულ ძეგლებს, მონასტრებს, შუა საუკუნეების თაღოვანხიდებს, ულამაზეს ტბებს და სოფლებს, სადაც შენარჩუნებულია ავთენტურობა, თქვენ აქ დროში იმოგზაურებთ“, – წერს European Best Destinations.

120