შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით.
,,ათასობით ევროპელ ტურისტს საშუალება ექნება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში, ჩვენს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ, – ამის შესახებ ავიაკომპანია easyJet-ის აეროპორტების განვითარების მენეჯერმა გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მადლობა easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით ყველა ჩართულ მხარეს გაწეული ერთობლივი ძალისხმევისთვის.
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას მისცენ უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთში ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესების ხარჯზე. ე.წ. სენტიმენტების კუთხით, როგორც ჩანს, ვალუტის წმინდა შესყიდვის დინამიკა სექტემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე ეს ლარზე ნაკლებად აისახება.
ევროკავშირი ზამთრისთვის მოსამზადებლად უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.