ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.
კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! - აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს.
სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს - მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ექიმის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა გამიზნულად იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.
სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.