ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს.
თბილისის მერიის 130-მდე თანამშრომელი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ემიჯნება.
“საქართველოს პირველ არხთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს.
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს.
მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები - ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.