
პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წელს თბილისში 40 346 ბინა გაიყიდა, 2023 წელთან შედარებით ზრდა 1%-ია, თუმცა 2022 წლის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. სულ შარშან თბილისში 3.1 მილიარდ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა.

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის განწყობების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

რუსეთმა აფხაზეთს „საბიუჯეტო,“ ანუ ექიმების, მასწავლებლებისა და სამართალდამცავების ხელფასების გადასახდელად 343 მლნ რუბლი (3.5 მლნ დოლარი) გამოუყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.