„ჰუსიტებმა“ იემენიდან ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის გამოც აეროპორტი ერთი საათით დაიხურა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 58-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს მილანი მასპინძლობს. შეხვედრები 4-7 მაისის პერიოდში გაიმართება.
„საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება“ - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ხმაურისა და სროლის დროს ადგილზე პოლიცია არ მისულა.
ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგეს, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.
აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.