
2023 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოდან საზამთროს იმპორტი განაახლა. ამის შესახებ რუსული მედია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ივნისი-ივლისის განმავლობაში მიწოდების მოცულობამ 455.6 ათას დოლარს მიაღწია. ამავდროულად, ივლისში მაჩვენებელმა შეჩერებამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელს - 415.8 ათას დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის, საქართველოდან რუსეთში საზამთროს მიწოდების პრობლემა 2022 წელს წარმოიშვა. 2023 წელს მან 11.9 ათასი დოლარის იმპორტი განახორციელა, თუმცა ამის შემდეგ იმპორტი შეწყდა.რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, საქსტატის ინფორმაციით, წელს საზამთროს ექსპორტი 4-წლიან მაქსიმუმზეა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 491.3 ათასი დოლარის ღირებულების 981.6 ტონა ქართული საზამთრო გავიდა, მაშინ, როცა გასულ წელს საზამთროს ექსპორტის ფაქტობრივად არ განხორციელებულა, 2023 წელს - 35.3 ათას დოლარს, ხოლო 2022 წელს - 131.5 ათას დოლარს შეადგენდა. 2021 წელს კი ექსპორტზე 1.017 მლნ დოლარის ღირებულების 2 931 ტონა საზამთრო გავიდა.
2025 წლის იანვარ-ივლისში ქართული საზამთროს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები იყო:
- რუსეთი - 455.5 ათასი დოლარის, 847.3 ტონა
- ბელარუსი - 23.8 ათასი დოლარის 86.3 ტონა
- სომხეთი - 12 ათასი დოლარის 48 ტონა