2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9.4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს.
კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ახალი, საგანმანათლებლო ეტაპი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას წყლის სრული ციკლის, წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის ბოლო საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს 10 800 მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა სტატუსი, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განმარტებით, ავტოსადგურების რეგულაციის გადავადების გადაწყვეტილება სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად იქნა მიღებული და მისი მიზანი ავტოპარკის განახლების ხელშეწყობაა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებისთვის დანაკარგების მიყენებამ და მათი სამხედრო პოტენციალის შემცირებამ რუსეთი უნდა აიძულოს, რეალურ დიპლომატიას დათანხმდეს.
ვარკეთილში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეწყვეტილი გაზომომარაგების აღდგენა დაიწყება 2 ივნისს 14:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
უკრაინული მედია რუსულ აეროდრომ „ბელაიაზე“ თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და რუსეთის დანაკარგებზე წერს.
მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი „არილი“ ავრცელებს.