global distribution
გარე ავეჯი

პურის 10 თეთრიანი გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის და საწარმოებში ხელფასების მატებაა, - ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ საინფორმაციო სააგენტო Business Time-ს განუცხადა. 

"ლაპარაკია 10 თეთრით გაძვირებაზე, ამ 10 თეთრიდან წარმოებას დაახლოებით ალბათ 7 თეთრამდე რჩება. საქმე იმაშია, რომ წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, შარშან საშუალო ფასი 52 ლარი იყო ერთ ტომარაზე, დღეს 60 ლარია დაახლოებით. გარდა ამისა, მუშახელის ხელფასიც გასათვალისწინებელია. ადამიანები რომ ხედავენ ეკონომიკური სიკეთისკენ მიდის საქმე, მცხობელიც ითხოვს ამ ეკონომიკური სიკეთის მიღებას და გვეუბნება, მოგვიმატეთ ხელფასი, გააუმჯობესეთ სამუშაო პირობები. ამიტომ მე მინდა მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდეს, იმიტომ, რომ ახლა პურის ფასი სტაბილურია საქართველოში, განსაკუთრებით მასიური ასორტიმენტი. მესმის თითოეული კაპიკი მოსახლეობისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომელიც წარმოებას სჭირდება ამ პროდუქციის", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთმ, რომ 15 ოქტომბრიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა. თბილისში დღეში 400 ტონამდე პურპროდუქტების მოხმარებაა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 700 000 ტონა

123