მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, სხვა ელჩებთან ერთად დემარში გადასცა ვიცე-პრემიერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო.
საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, – ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაკონტროლდება, – ამის შესახებ დავითაშვილმა განაცხადა.
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის პირველი კვირა დასრულდა და უკვე გამოვლინდა 125 გამარჯვებული, რომელიც Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით დასაჩუქრდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის მიერ ხორბლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.