რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის წინააღმდეგ 16 საჰაერო სამიზნე გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეშჩუკის თქმით, განადგურებულ სამიზნეებს შორის არის 2 ბალისტიკური რაკეტა, 3 ფრთოსანი რაკეტა და 8 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი.
ოლესჩუკმა დასძინა, რომ დანარჩენმა რაკეტებმა, რომლებიც არ შედის ჩამოგდებული რაკეტების სტატისტიკაში, ვერ მიაღწიეს სასურველ სამიზნეებს.
საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი და მართვადი რაკეტებით და Shahed-ის ტიპის დრონებით კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან შეუტიეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.