
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში 70-ზე მეტ ობიექტზე ავიაიერიშები განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

რუსეთის დედაქალაქში ვლადიმერ პუტინის რიგით მე-5 ინაუგურაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა საპრეზიდენტო ფიცი რამდენიმე წუთის წინ დადო.

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს რუსეთის ფედერაციიდან გამდიდრებული ურანის იმპორტს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირანელ რეპერს, თუმაჯ სალეჰის ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას.

იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.