ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება შესაძლოა, რუსეთისთვის „უსიამოვნო სიურპრიზი“ აღმოჩნდეს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა.
საფრანგეთის მთავრობა ემზადება რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განაცხადა.
უკრაინა კანადას მოუწოდებს, გააუქმოს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება
უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და გამოთქვეს ღრმა შეშფოთება კანადის გადაწყვეტილებაზე, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი.
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდგომ კვირას მნიშვნელოვანი ამბების გავრცელება დააანონსა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა გავცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანეს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, მტერმა ქალაქი ჩასივ-იარი "ურაგანების" გამოყენებით დაბომბა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ორ ჯარისკაცს - კონსტანტინე ნიკიტენკოს ("მელა") და ნიკოლაის, იგივე "ფროსტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ უკრაინას დამატებით $368 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. მისივე თქმით, თანხა გამოყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მხარდასაჭერად.