ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე - სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი უდინოვთან და ე.წ გრანდიოზულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციას გულისხმობს.
უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.
დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსული ფლოტი ყირიმიდან გადის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ოკუპირებული ყირიმის სევასტოპოლის ბაზიდან აღმოსავლეთით ნოვოროსიისკში გადმოჰყავს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანია. ამის შესახებ პოდოლიაკი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ.
გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიბრუნებთ საკუთარ თავს და აღვადგენთ ნორმალურ ცხოვრებას – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პარასკევს დილით ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ინსტიტუტის – გემთმშენებლობისა და პედაგოგიურის შენობები განადგურდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლო ძირეული ცვლილებები დააანონსა. Financial Times-თან ინტერვიუში, ოლექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა წლის ბოლომდე მოხდეს.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეხმაურება უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ფხენიანმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარა.