არ შეიძლება ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდევრობით კეთდებოდეს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღავენლმა ვიქტორ წილოსანმა BMG Dრივე-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მასშტაბით გარკვეული განშლით უნდა ხორციელდებოდეს იმისთვის, რომ კონკრეტული ტერიტორიებზე გადაადგილება სრულად არ ჩაიკეტოს.
„ჩვენ რომ ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის ინფრასტრუქტურის მიმდევრობით მოგვეწყო ეს ნიშნავს, რომ ცენტრალურ ტერიტორიას საერთოდ ჩავკეტვდით. გავშალეთ ეს პროცესები ქალაქის მასტაბით და მოქალაქეებს, ერთდროულად, გადაადგილების შესაძლებლობა და ახალი ინფრასტრუქტურა მივეცით“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, პანდემიამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება შეაფერხა, თუმცა 2021 წლის ბიუჯეტში ჩადებულია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია. რაც შეეხება წერეთლის გამზრის პროექტს, დაიწყება თუ არა მისი შესრულება 2021-ში, ჯერ კიდევ უცნობია.
„წერეთელსა და ქეთევან წამებულზე როგორი სატრანსპორტო სქემა იქნება ვიცით. ქეთევან წამებულზე გზის სივიწროვე არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შუაში გავაკეთოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, თუმცა წერეთელზე გაჩერებების ნაწილი შუაში და ნაწილი კი ნაპირებზე იქნება“, - განმარტა წილოსანმა და დასძინა, რომ გაჩერებების ქუჩის შუა ნაწილში მოწყობით ქუჩები არ ვიწროვდება, უბრალოდ საზოგადოებრივი ტრასნპორტისთვის ცალკე ზოლები გამოიყოფა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე რამდენიმე პორექტია, რომელიც მერიას არ მოსწონს: „ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში რამდენიმე პროექტი გვაქვს, თუმცა არ მოგვწონს ისინი და კიდევ ვამუშვებთ ახალს“.